17:43:51     11-01-2021
"მას აქვს პრემიერობის სურვილიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ოთხწლიანი ვადა მერობაზე იწურება"

თბილისის მერს კახი კალაძეს პრემიერმინისტრობა სურს - ამის შესახებ ინფორმაციას "ლელოს" წევრმა ანი მიროტაძემ ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გააჟღერა. მისი თქმით, კალაძეს მერობის ვადა უკვე ეწურება და ახალი პოლიტიკური გამოწევვების სურვილი აქვს:
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას აქვს პრემიერობის სურვილიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ოთხწლიანი ვადა მერობაზე იწურება, როგორც ჩანს, ახალი გამოწვევა აქვს. გუნდიც ჰყავს, დაახლოებით 20 დეპუტატი პარლამენტში - ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი, ასევე კალაძის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ლევან კობიაშვილი - "სპორტსმენების ქვოტა მთლიანად მისია" - განაცხადა მიროტაძემ.
0