13:41:43     06-01-2021
"საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე ყოფილა ჩვენს გეგმაში და არც მომავალში იგეგმება" - თამარ გაბუნია
საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე ყოფილა ჩვენს გეგმაში და არც მომავალში იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კლინიკური სასტუმროებია.
„საველე ჰოსპიტლების ანალოგი და გარკვეულწილად დამხმარე ჰოსპიტალური სექტორისთვის ეს იყო კლინიკური სასტუმროები, რომელიც კარგად იქნა გამოყენებული როგორც აჭარაში, ასევე სხვა დანარჩენ რეგიონში და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის ვიზიტის დროს ამ მოდელმა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვის კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, იცით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. დღეს ამის საჭიროება არ არის, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-დან 400 საწოლამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0