"მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა "მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა /> "/> " />


  13:04:27     04-01-2021

"მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

a103235.jpg

 გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილების ოჯახი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სამი პირისთვის - საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ან მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თანახმაა.

 „ჩვენ თავის დროზეც ვესაუბრეთ მხარეებს და დავაფიქსირეთ, რომ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მითუმეტეს, რამდენადაც ვიცი, მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა. საერთო ჯამში, ოჯახს პრობლემა მხოლოდ ამ სამ პირზე არ ჰქონია“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას შეიტანენ.

0

ავტორი: