გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ />


  12:58:52     04-01-2021

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ

a103234.png

 გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას შეიტანენ.

„დღეს სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობის შეტანას ვაპირებთ. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ახალი გარემოების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ახალი გარემოებაა ის, რომ დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა გვაქვს და გარდა ამისა, პარლამენტმა მეორე მოსმენით გაიარა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც მუხლებზე რომლითაც ბრალდებულები არიან საბა ჩხარტიშვილი და დანარჩენი ორი პირი, ვრცელდება ამნისტიის აქტი. ამიტომ, მათი ამჟამად პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც ამნისტიის აქტი ისედაც მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს საკითხს“, - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ბრალდებულის - მათ შორის საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიება 21 დეკემბერს გადაიხედა. სასამართლომ მათ მიმართ შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

0

ავტორი: