დატოვებენ თუ არა ციხეს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრები დატოვებენ თუ არა ციხეს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრები />


  16:20:55     30-12-2020

დატოვებენ თუ არა ციხეს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრები

a103228.jpg

 „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შესაძლოა, შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილიც, ან მისი კონკრეტული ქვეპუნქტები - ამის შესახებ მედიას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

 დიდია რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მოგვმართავენ ამ მიმართულებაზე და ეს არის ის მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც ვმსჯელობთ, თუმცა არ არის ერთგვაროვანი შეხედულებები. დიდი მოლოდინი მაქვს და დიდი ალბათობით, არასრულად გათავისუფლებით, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, რაღაც შეღავათს იგრძნობენ, სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებიც 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით იხდიან სასჯელს ან მსჯავრდებულები არიან, თუმცა არის მაგალითად კრიტიკული მოსაზრებები მესამე ნაწილთან დაკავშირებითაც, ასევე არის განსხვავებული შეხედულება, რომ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს, მაგალითად, სხვადასხვა ქვეპუნქტი აქვს და იქაც განსხვავებულია მიდგომა და დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს. გვაქვს მოლაპარაკებები სიღმისეულად, დიდი ალბათობით, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და საბოლოო ჯამში, ტექსტში ვიხილავთ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს ან მის ქვეპუნქტებს, თუმცა არასრულად გათავისუფლების პირობით, ეს, მე მგონი, გამოირიცხება, სამწუხაროდ,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

0

ავტორი: