13:18:35     30-12-2020
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, სახლშია და აგრძელებს თვითმონიტორინგს
კორონავირუსით ინფიცირებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება.
„სახლშია, თვითიზოლაციაშია, აგრძელებს თვითმონიტორიგნს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
0