10:24:26     16-08-2011
როსტოვში სამხედრო სასწავლებელი უქმდება
დონზე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები როსტოვის სარაკეტო ჯარების სამხედრო ინსტიტუტის დახურვის წინააღმდეგ. სასწავლებელი, რომელიც წარმოადგენს პეტრე დიდის სახელობის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის ფილიალს, უქმდება შეიარაღებული ძალების რეფორმის ფარგლებში.
გადაწყვეტილება სასწავლების დაშლის შესახებ, მიღებულია თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის მითითებების შესაბამისად.
წინა დღეს 500 ადამიანზე მეტი შეიკრიბა როსტოვის ცენტრში, საოლქო ადმინისტრაციის შენობის წინ, სასწავლებლის დახურვის საწინააღმდეგო მიტინგზე.
როგორც თადარიგის პოლკოვნიკმა, პროფესორმა ნიკოლაი პოლოვინჩუკმა განაცხადა, სამხედრო სასწავლებლის ბედი გადაწყდა ერთბაშად და ყოველგვარი ახსნა–განმარტებების გარეშე.
0