23:41:39     21-12-2020
ბადრი ესებუა პოლიციას ისევ გაექცა
ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუა სამართალდამცავებს ისევ გაექცათ. თავდამსხმელი რომელმაც "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალიდან ნახევარი მილიონი დოლარი გაიტაცა, კვლავ თავისუფალია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ რომ კომენდანტის საათის დროს ესებუა სოფელში ყულიშკარში დისტრიბუციის მანქანით გადაყავდათ, თუმცა 32 წლის ყოფილმა სამხედრომ ამჯერადაც შეძლო თავის დაღწევა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ბადრი ესებუა, 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ახალგაზრდა ფილიალში საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 7 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მან შენობა მას შემდეგ დატოვა, რაც მოთხოვნილი თანხა მიუტანეს.
მანამდე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.
0