ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დააკავეს ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დააკავეს />


  18:08:08     21-12-2020

ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დააკავეს

a103130.jpg

შსს-მ 2011 წელს, 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დააკავა. არსებული ინფორმაციით, აგლაძე გუშინ, საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. 

აგლაძეს, სამართალდამცავი უწყება 2011 წლიდან, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯგუფური მკვლელობისთვის ეძებდა. 

მას სასამართლომ დაუსწრებლად 31 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რადგან განაჩენის მიხედვით, აგლაძემ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფური მკვლელობა პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. 

ზურაბ ტარყაშვილი 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მოკლეს. ამ მომენტისათვის, აგლაძის გარდა, მისი მკვლელობისთვის დაკავებულები არიან: დავით რუსიშვილი, რომელიც 2011 წელს დამნაშავედ სცნეს ნაფიცმა მსაჯულებდა (მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა) და ივერი გოგბერაშვილი, რომელიც ასევე დამნაშავედ სცნო სასამართლომ.

რაც შეეხება დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს, 23 წლის ზურა ტარყაშვილის დედა, წლებია პროკურატურისაგან ითხოვს მკვლელობის ბრალდება წაუყენონ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურსა და დავით ჯოხაძეს. 

თუმცა, პროკურატურას ამ დრომდე არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება. 

იხილეთ ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ვიდეო:

0

ავტორი: