პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასს არ გადაუხდიან პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასს არ გადაუხდიან />


  15:44:11     21-12-2020

პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასს არ გადაუხდიან

a103129.jpg

პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით­ ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება.

 

 

“რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას. ლოგიკურია, თუ პარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას ამ თვეში შრომის ანაზღაურებაც არ უნდა მიეცეს“, - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.

პარლამენტის წევრის ხელფასის დაკავებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგლამენტი ადგენს, რომ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს. ამასთან, კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.

0

ავტორი: