19:29:44     15-12-2020
კალაძის მიერ ქუჩაში დატოვებული მამა-შვილი - თბილისის მერიამ მოქალაქეებს სახლები დაუნგრია

ეს დღევანდელი საქართველოა. ხელისუფლებისგან გამწარებული მამა-შვილი. სასოწარკვეთა და ტრაგედია, სიბრაზე და ტკივილი - ყველაფერი ეს ერთ ფოტოზე...
თბილისის მერიამ, კალაძის გადაწყვეტილებით, დღეს აფრიკის დასახლებაში ბულდოზერები მიიყვანა და მოქალაქეებს საცხოვრებლები დაუნგრია.
კადრები, რომლებიც გავრცელდა, ალბათ გულგრილს არავის დატოვებს, გარდა ხალხის გაღარიბების ხარჯზე გამდიდრებული გულქვა ჩინოვნიკებისა, რომლებიც დღეს პრიალა კაბინეტებიდან ადევნებდნენ თვალს ადამიანების ტრაგედიას - მათი საცხოვრებლების მიწასთან გასწორებას.
მოგვიანებით, კალაძემ თქვა რომ სახლები, რომლებიც მერიამ დაანგრია, უკანონო იყო.
ეს თქვა იმ ქართული ოცნების წარმომადგენელმა, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და გააყალბა, ხოლო ხალხს უკანონოდ წაართვა ხელისუფლება.
0