12:28:19     09-12-2020
ცეზარ ჩოჩელი - ჩვენ განცხადება გავაკეთეთ არჩევნების დასრულებისთანავე, რომ ამ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებდით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალი პარტია „პროგრესი და თავისულების" ერთ-ერთი ლიდერის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც დღეს საზოგადოებრივი განწყობის საწინააღმდეგოდ წავლენ და პარლამენტში შევლენ, მომავალში თავის პოლიტიკურ კარიერას მნიშვნელოვნად დააზარალებენ.
"ჩვენ განცხადება გავაკეთეთ არჩევნების დასრულებისთანავე, რომ ამ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებდით. როცა ამომრჩეველი გაძლევს მანდატს, რომ იყო პარლამენტში და იგივე ამომრჩეველი გეუბნება, რომ ამ პარლამენტში შესვლას არ აქვს აზრი, უნდა გაითვალისწინო მისი ეს შეხედულება. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, იმის მიუხედავად რომ გაერთიანებულ ბლოკში ვართ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება საწყის ეტაპზევე მივიღეთ, სანამ ამას გაახმოვანებდა ოპოზიციური გაერთიანება. ის შედეგები, რომელიც დადგა იყო მიუღებელი და მიგვაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და არაა გამოხატული ხალხის ნება. დეპუტატები არ ვართ არჩეულები, ყველა დანიშნულია ჟვანიას მიერ. მე უფრო ვემხრობი იმ აზრს, რომ ხელისუფლებას მოუწიოს მარტო ყოფნა პარლამენტში, მაგრამ ყველაფერი დასაშვებია. ეს არ ცვლის გარემოებას და ხალხის ნებას. მე ვისურვებდი ხელისუფლება დაფიქრებულიყო ვადამდელ არჩევნებზე", - განაცხადა ჩოჩელმა.
0