14:33:53     07-12-2020
კახეთში, 10 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა
კახეთში გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა.
შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიება კაცს 10 წლის მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედევება. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს დაზარალებულის დედამ შეატყობინა.
112-ში გამხორციელებული ზარიდან მალევე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ დააკავა და სიღნაღის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამკიცების შემთხვევაში სავარაუდო ბრალდებულს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0