იაგო ხვიჩია ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: ატოცზე ტრაკის მჩვენებელი კაცი წერს ამას, თან რაზე, პორნოს ნახვაზე? იაგო ხვიჩია ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: ატოცზე ტრაკის მჩვენებელი კაცი წერს ამას, თან რაზე, პორნოს ნახვაზე? />


  14:01:23     04-12-2020

იაგო ხვიჩია ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: ატოცზე ტრაკის მჩვენებელი კაცი წერს ამას, თან რაზე, პორნოს ნახვაზე?

a103067.jpg

"არასერიოზული სიგიჟე! ატოცზე ტრაკის მჩვენებელი კაცი წერს ამას, თან რაზე, პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ. გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები," - ეს კომენტარი "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი და პარტიის სხვა ლიდერების გზები გაიყო. 

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იაგო ხვიჩიამ სკანდალური განცხადება გააკეთა ზუგდიდში არასრულწლოვნის მონაწილეობით შექმნილი პორნოვიდეოს შეძენა-შენახვაზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი მასალის შეძენისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს. ხვიჩიას განცხადებას ქართულ საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

0

ავტორი: