ქათამი მაკარონით ქათამი მაკარონით />


  10:20:31     16-08-2011

ქათამი მაკარონით

a9013.jpg

მასალა:

ქათმის ფილე – 6 ცალი, შამპინიონი – 500 გრამი, პომიდორი – 4 ცალი, ტკბილი წიწაკა – 2 ცალი, ნიორი – 1 კბილი, გამდნარი კარაქი – 3 სუფრის კოვზი, წითელი, დაფქული წიწაკა და შავი პილპილი, მარილი, კვლიავი, მოხარშული მაკარონი – გემოვნებით. 

პომიდორი, სოკო და წიწაკა დავჭრათ, ნიორი – დავნაყოთ. მომზადებული ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ, შევწვათ კარაქში, შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ფილე და შევწვათ.

მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კვლიავი. მომზადებული კერძი თეფშზე მოხარშულ მაკარონთან ერთად მოვათავსოთ.
0

ავტორი: