18:26:47     25-11-2020
ვინ არის ექიმი, რომელიც კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა? - "თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა"
ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 56 წლის ექიმი მადონა ტაკიძეა. ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. მადონა ტაკიძე კლინიკა "ბაუ"-ს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა.
კლინიკაში ამბობენ, რომ მადონა ტაკიძის მდგომარეობა შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა. ის გადაყვანილი იყო რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად დაზიანებული ჰქონდა ფილტვების დიდი ნაწილი, 20 ქულაზე მეტი. მას თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
0