16:42:49     25-11-2020
"ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება"
ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლებთან. გვაქვს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ექსპერტები და ეპიდემიოლოგები სთავაზობენ თავის მხრივ მთავრობას. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელოვან შემცირებას ინფიცირებულების, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი. დავაკვირდებით კლების პროცენტს და ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას. ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული", - განაცხადა ტიკარაძემ.
0