15:47:06     25-11-2020
ტიკარაძის უწყება კომფორტზე ზრუნავს და 9 ახალ ავტომობილს ყიდულობს, ხოლო საავადმყოფოები კოვიდ-ინფიცირებულებს ვეღარ იტევენ და ქვეყანაში პანიკაა
კოვიდ პანდემიის დროს, ტიკარაძის უწყებას დაქვემდებარებული სიპი, კერძოდ კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ბიუჯეტის ფულით, 9 ახალ ავტომობილს ყიდულობს.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში 100 ათასზე მეტი კოვიდ-ინფიცირებულია, რომელთა დიდი უმრავლესობა სამედიცინო სერვისების გარეშეა დარჩენილი, სახელმწიფო უწყება 281 ათას 902 ლარს ფორდ ფიესტა ტრენდის ტიპის 9 ავტომობილში ხარჯავს.
მაგალითად: ეს 2020 წლის 16 ნოემბერს დადებული ოფიციალური ხელშეკრულებაა, საიდანაც დგინდება რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარიგება გააფორმა შპს ჯი თი მოტორსთან.
[I=2]ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელს სიპის ხელმძღვანელი, ბესარიონ სიმონიშვილი და შპს ჯი თი მოტორსის დირექტორი, თემურ უსტიუაშვილი აწერენ, კომპანია ვალდებულია, სახელმწიფო უწყებას, 281 ათას 902 ლარის სანაცვლოდ, 2019 წელს გამოშვებული 9 ერთეული ფორდ ფიესტა ტრენდი გადასცეს.
საინტერესო დეტალი: შპს ჯი თი მოტორსის დირექტორი, თემურ უსტიაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოვებული პირია.
უფრო მეტიც, მან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქართულ ოცნებას 60 ათასი ლარი შესწირა, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული.
მაშინ, როდესაც ხალხი, გაყალბებული არჩევნებისა და პანდემიისგან გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შიმშილის ზღვარზე იმყოფება, სახელმწიფო უწყენები, სავარაუდო კორუფციული მოტივაციით, ახალ-ახალ მანქანებს ყიდულობენ.
0