საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს />


  17:21:12     24-11-2020

საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს

a102973.jpg

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით.

"აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

0

ავტორი: