19:39:20     23-11-2020
გლდანის "კარფურში" ყოფილმა ქმარმა ცოლი საკანცელარიო დანით დაჭრა
"კარფურის" გლდანის ფილიალში კაცი ქალს თავს დაესხა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, კერძოდ საკანცელარიო დანით.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ ყოფილი მეუღლეა, რომელზეც შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.
"უბრალოდ შემოვიდა, წამებში მოხდა ეს ყველაფერი. 5 წამის განმავლობაში მოხდა ყველაფერი და 5 წამშივე დასრულდა. ჭრილობა კისრის არეში მიაყენა. ქალი ჩვენი თანამშრომელია," - განუცხადა მედიას კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო რამიშვილმა.
თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრის დაცვამ ადგილზევე დააკავა. ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
0