ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ანძას ცეცხლი წაუკიდა ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ანძას ცეცხლი წაუკიდა />


  16:08:39     19-11-2020

ზესტაფონში მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ანძას ცეცხლი წაუკიდა

a102927.jpg

ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, სოფელ სვირში ადგილობრივმა გადამცემს ცეცხლი წაუკიდა. 

მამაკაცის მტკიცებით, ინტერნეტმოწყობილობას გამოსხივება აქვს  და გადამცემი ანძა მას საფრთხეს უქმნის.

აღნიშნული პიროვნება ამ წუთებში პოლიციაში  გამოკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მინდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ინციდენტის გამო სილქნეტის აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ.

0

ავტორი: