რაზე ესაუბრა მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს? რაზე ესაუბრა მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს? />


  14:58:55     18-11-2020

რაზე ესაუბრა მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს?

a102913.jpg

ცოტა ხნის წინ, ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და საქართველო დატოვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. 

ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლებისა და პატრიარქის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, "უფლებები საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

მათი განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა იყო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არჩევნების თემა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების კონტექსტში იყო განხილული.

ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის თქმით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრეს ოლიგარქიულ მმართველობაზე, სასამართლოს შიგნით არსებულ პრობლემებზე, ანაკლის პორტზე და სხვა საკითხებზე.

"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. 

პირველ რიგში, ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. 

ყურადღება გავამახვილეთ, არაფორმალური მმართველობა საფრთხე გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას.  რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული", - თქვა ნინო ევგენიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, გია გვილავას თქმით, შეხვედრისას შეეხნენ გახმაურებულ საქმეებს, როგორებიცაა "კარტოგრაფების საქმე" და ანაკლიის პორტი.

"გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოვახსენეთ. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, "ფილიპ მორისის" საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორი მეთოდებით ინიშნებიან სისტემაში. 

ყველა გახმაურებულ საქმესა და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში", - განაცხადა გვილავამ.

ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა, სოფო ასათიანმა თქვა, რომ ისაუბრეს კლანებზე, რომელიც ყველა ინსტანციას აკონტროლებს.

0

ავტორი: