21:02:04     16-11-2020
ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
0