11:54:07     16-11-2020
გლდანში ნიკა მელიას ოფისს ცეცხლი წაუკიდეს
გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს.
შტაბის წევრების ინფორმაციით, ოფისის ფანჯრები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს, რადგან შიდა ტერიტორიაზე 2 ქვა იპოვეს.
“ოფისში ასევე იპოვეს ორი ბოთლი, რომელსაც ნაჭერი აქვს შემოხვეული და სავარაუდოდ, ნავთი ესხა ამ ბოთლებში და ასე შეაგდეს ცეცხლი შენობაში. შენობა შიგნიდან საკმაოდ გამომწვარია, მათ შორის, დამწვარია ავეჯიც, მაგრამ გადარჩა, რომ შენობა მთლიანად არ დაიწვა”, - განმარტა შტაბის წარმომადგენელმა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
0