10:21:55     14-11-2020
პოლიციამ ბათუმში ბელარუსის მოქალაქე ქალის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს - ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0