15:34:51     13-11-2020
"ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს, ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი განცხადებას აკეთებს ფედერაციასთან მომხდარ დაპირისპირებაზე.
"ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ, მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელებიც ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან. დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაში არ არის. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი“, - განაცხადა დავით მუჯირმა.
მისივე თქმით, გაუგებარია რატომ ხდება დღეს პროვოკაციები და ჩვენს გუნდს ისე როგორც არასდროს, ახლა სჭირდება გამხნევება.
0