15:26:03     13-11-2020
ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე - დაიღუპა ერთი ადამიანი
რუსთავი- თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ საფეხმავლო ხიდს, შემდეგ კი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა. შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276 მუხლის 6 ნაწილით აღიძრა.
0