ყარაბაღის სოფლებში, რომლებიც აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს ყარაბაღის სოფლებში, რომლებიც აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს />


  14:19:42     13-11-2020

ყარაბაღის სოფლებში, რომლებიც აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს

a102865.jpg

ყარაბაღის სოფლებში, რომლებიც აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს. ინფორმაციას BBC-ის რეპორტიორები მიკრობლოგ "ტვიტერზე", ფაქტის ამსახველი ვიდეოებით, ავრცელებენ.

"აქ, ქალბაჯარის რაიონში ზოგიერთი სომეხი მოქალაქე თავის სახლებს წვავს, ვიდრე ის აზერბაიჯანს ჩაუვარდება ხელში", - წერს BBC-ის რეპორტიორი უილ ვერნონი.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

დოკუმენტის პირველი სამი პუნქტის თანახმად:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას.

იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

0

ავტორი: