ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი />


  15:02:52     15-08-2011

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

a8999.jpg

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი აშენდა 1971-77 წლებშიბობურგის მოედანთან, პარიზში. დიზაინი ეკუთვნის რენცო პიანოს, რიჩარდ როჯერსსა და ჯიანფრანკო ფრანჩინის. მასში მოთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. წარმოდგენილია მხატვრული მიმდინარეობები ფოვიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მუზეუმში 50.000 ხელოვნების ნიმუშია დაცული (ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ნახაზები და ფოტოები) და მათგან მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარია სახალხოდ გამოფენილი.

შენობის არქიტექტურა ძალიან გამორჩეულია: ზოგიერთი კრიტიკოსი მას “ქალაქის ცენტრში ჩადგმულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას” ამსგავსებს. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისება გარე ფერადი მილსადენებია. ფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს: ჰაერის კონდიციონირების მილები ლურჯია, წყლის გაყვანილობისა - მწვანე, ხოლო ელქტრობისა კი - ყვითელი. ესკალატორები წითელია. თეთრი მილები მიწისქვეშა ზონის ვენტილაციისთვისაა. პომპიდუს ცენტრის შენობის ჩონჩხის დამაკავშირებელი ლითონის სვეტებიც კი გარეთაა გამოტანილი.

არქიტექტორის მიზანი იყო შენობის დამხმარე ელემენტების (ელექტრობა, წყალი, მისთ.) შენობის ჩონჩხის გარეთ გატანა და შედეგად, შენობის “უკუღმა” მოტრიალება. ასეთი წყობა შენობის სასარგებლო ფართის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, ანუ უფრო მეტი ადგილი რჩება ექსპონატთა გამოსაფენად. შენობის ამგვარი იდეა ეყრდნობოდა სედრიკ პრაისის “მხიარული სასახლის” პროექტს (1964).

ცენტრს სახელი ჟორჟ პომპიდუს პატივსაცემად დაერქვა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 1969-1974 წლებში და დამთვალიერებელთათვის 1977 წლის 31 იანვარს გაიხსნა. ჟორჟ პომპიდუს მოედანი მუზეუმის წინ ცნობილია ქუჩის მსახიობთა (მიმიკოსთა და ჟუნგლიორთა) საყვარელ ადვილად.

0

ავტორი: