22:30:03     10-11-2020
გერმანელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 29 წლის ქართველი ქალი არ შეუშვეს - "ქალი სავარაუდოდ "პროსტიტუციაში ჩართვის" განზრახვით აპირებდა გერმანიაში შესვლას"
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში გერმანიაში შესასვლელად მნიშვნელოვანი საფუძველია საჭირო. ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად ექიმთან ვიზიტი ითვლება. სწორედ მსგავსი მოსაწვევის მქონე საქართველოს მოქალაქე ქალს დააბრუნებენ გერმანელი მესაზღვრეები უკან, სამშობლოში. მოტივი - ქალის ჩემოდანში ბარგი არ შეესაბამებოდა მის განმარტებას ექიმთან ვიზიტის შესახებ - ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა SZ.de ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიუნხენის აეროპორტში 29 წლის ქალმა საქართველოდან მგზავრობის მიზეზად დაასახელა ქირურგიული ოპერაცია. პოლიციამ ქალს არ დაუჯერა. სამართალდამცავების ვერსიით, ქალი სავარაუდოდ "პროსტიტუციაში ჩართვის" განზრახვით აპირებდა გერმანიაში შესვლას.
მართალია, ქალს მოეპოვებოდა ცნობა, რომ ნიურნბერგის კლინიკაში მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა დანიშნული, მაგრამ სასაზღვრო პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს ყალბი ცნობაა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მათი ეჭვის საფუძველი იყო საკმაოდ პიკანტური - მესაზღვრეების თქმით, ახალგაზრდა ქალს ჩემოდანში იმაზე მეტი საცვალი ჰქონდა, ვიდრე მას სტანდარტულად, ოპერაციის შემთხვევაში დასჭირდებოდა.
0