"ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე" "ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე" /> "/> " />


  17:25:46     10-11-2020

"ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე"

a102826.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება და მას ძალიან სამწუხაროს უწოდებს.

მელიას განცხადებით, პარტიაში ვაშაძის ამ განცხადების შესახებ არაფერი იცოდნენ და ის პრესსამსახურის გვერდის ავლით გავრცელდა.

"სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შესახებ არავინ არ ვიცოდით, მათ შორის არც მე. ამიტომ, ძალიან სამწუხარო და გაუგებარია, მით უფრო, როდესაც პარტიაში არსებობს პრესსამსახური და ბატონ გრიგოლს არასოდეს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია პრესსამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დაგვწყვიტა. ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში. ეტყობა, ყველა კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინ არ არის დიალოგის წინააღმდეგი, არც ერთი ადამიანი, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ, ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად და დიალოგი გაიმართება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით. აი ეს გამოწვევა გვაქვს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

0

ავტორი: