12:06:56     10-11-2020
ბათუმში საცხოვრებელ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 50 წლამდე ასაკის ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დალუქულია ბინის კარი და მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმხილველები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ბელორუსის მოქალაქე იყო. მათი თქმით, ქალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით კი თავდამსხმელებმა ქალი გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს.
ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ის მუშაობდა სახლიდან დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, ამიტომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ.
0