ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ />


  10:53:16     10-11-2020

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ

a102813.jpg

სომხეთის პარლამენტში შეჭრილი საპროტესტო აქციის მონაწილეები  ახალი მთავრობის ფორმირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით ახლმა მთავრობამ უნდა გააუქმოს ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმება.

როგორც ცნობილია, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში ომის დასრულების ერთობლივ განცხადებას.

განცხადების თანახმად, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.

შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები შეთანხმებას აპროტესტებენ. მათ სომხეთის მთავრობისა და პარლამენტის შენობები დაიკავეს.  

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს. დეპუტატები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან. პროტესტანტები ფაშინიანისა და მთავრობის წევრების გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ახალმა მთავრობამ უნდა გააუქმოს ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმება.

0

ავტორი: