"ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ დაყოფს, არამედ გააერთიანებს" "ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ დაყოფს, არამედ გააერთიანებს" /> "/> " />


  14:32:38     08-11-2020

"ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ დაყოფს, არამედ გააერთიანებს"

a102784.jpg

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ამომრჩეველთა ხმების მაქსიმალური რაოდენობა მიიღო.

"ჩვენ მოვიგეთ არჩევნები ხმების მაქსიმალური რაოდენობით - 74 მილიონით", - განაცხადა მან უილმინგტონში, დელავერის შტატში.

მან პირობა დადო, რომ იქნება ერის გამაერთიანებელი პრეზიდენტი.

"ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არა დაყოფს, არამედ გააერთიანებს", - აღნიშნა მან.

ბაიდენმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა გადახედონ ურთიერთობებს და შეწყვიტონ ხისტი რიტორიკა.

"მივმართავ მათ, ვინც ტრამპს მისცა ხმა, მესმის, იმედგაცრუების, რომელსაც ახლა განიცდით, მაგრამ მოდით ერთმანეთს მივცეთ შანსი. დადგა დრო წარსულში დავტოვოთ ხისტი რიტორიკა, დავწიოთ ტემპერატურა, ისევ შვხედოთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს", - განაცხადა ბაიდენმა უილმინგტონში აშშ-ის მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

"იმისათვის, რომ პროგრესს მივაღწიოთ, უნდა შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტებისადმი მტრული დამოკიდებულება, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან", - განაცხადა ბაიდენმა.

მან 2021 წლის იანვრისთვის კორონავირუსთან ბრძოლის ახალი გეგმაც დააანონსა.

"ჩვენი მუშაობა დაიწყება იმით,რომ კონტროლი დავამყაროთ COVID-19-ზე", - თქვა ბაიდენმა.

0

ავტორი: