Wolt-მა კურიერი სამსახურიდან გაუშვა - "არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს" Wolt-მა კურიერი სამსახურიდან გაუშვა - "არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს" /> "/> " />


  22:50:48     07-11-2020

Wolt-მა კურიერი სამსახურიდან გაუშვა - "არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს"

a102781.jpg

Wolt-მა კურიერი, რომელმაც მომხმარებელ ქალს პირად ნომერზე მისწერა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კურიერს მისცეს შანსი, რომ შეცდომა გაეთავისებინა და კომპანიასთან პარტნიორობა ახალი ფურცლიდან დაეწყო, თუმცა ის საკითხს არასერიოზულად მიუდგა.

"მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს", - ამბობს ხიზანიშვილი.

ის აღნიშნავს, რომ პარტნიორი კურიერის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან Facebook-ზე დაწერა, რომ 10-დღიანი შვებულებიდან დაბრუნდა და მაისურზე ჰქონდა იგივე ტექსტი, რაც მისწერა მომხმარებელ ქალს. ხიზანიშვილის თქმით, სამსახურში დაბრუნებამდე კურიერს პირადი მონაცემების შესახებ ონლაინ ტესტირებაც ჩაუტარეს.

"ძალიან ბევრი მიზეზი გავითვალისწინეთ და პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ, თუმცა ამ მიმართულებით არასერიოზულ დამოკიდებულებას ნამდვილად ვერ მივიღებთ, როგორც ნორმას. ამან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ კურიერმა მისი შეცდომა, რაც კანონითაც რეგულირდება, ვგულისხმობ ადამიანის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას, სერიოზულად არ აღიქვა და ამაზე სახუმარო პოსტიც კი დაწერა. ჩვენ პირველ ადგილზე დავაყენეთ მომხმარებლის უსაფრთხოება", - განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

0

ავტორი: