საფრანგეთში ქართველი მამაკაცი ბერძენ მღვდელს თავს დაესხა - "ეჭვიანობდა რომ მის ცოლს ამ მღვდელთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა" საფრანგეთში ქართველი მამაკაცი ბერძენ მღვდელს თავს დაესხა - "ეჭვიანობდა რომ მის ცოლს ამ მღვდელთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა" /> "/> " />


  22:28:25     07-11-2020

საფრანგეთში ქართველი მამაკაცი ბერძენ მღვდელს თავს დაესხა - "ეჭვიანობდა რომ მის ცოლს ამ მღვდელთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა"

a102779.jpg

ფრანგული გამოცემა Leparisien წერს, რომ 31 ოქტომბერს, ქალაქ ლიონში სასულიერო პირზე თავდასხმაში ბრალდებული ქართველი მამაკაცი გიორგი პ. აღმოჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა სამართალდამცველებთან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი "მრუშობის გამო შურისძიებას" უკავშირდება.

თავდასხმამ ფრანგულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბერძნული წარმოშობის მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციაც კი მისცეს, თუმცა დღეს გაირკვა, რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.

ქართველი მამაკაცი, სასულიერო პირს მის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობაში ადანაშაულებდა. დაკავებული ირწმუნება, რომ მსხვერპლის მოკვლას არ აპირებდა.

შემთხვევა, 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში მაშინ მოხდა, როცა მღვდელი ეკლესიის კარს კეტავდა. დაზარალებულ მღვდელს ოპერაცია გაუკეთდა და ის კომიდან უკვე გამოვიდა.

0

ავტორი: