17:21:39     05-11-2020
"მეორე ტურში მონაწილეობა ნიშნავს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება.
"ყველგან გავაგრძელებთ აქციებს, სადაც სიმართლის დადგენაა აუცილებელი, სადაც გავაპროტესტებთ ამ რეჟიმს, გავაპროტესტებთ გაყალბებას.
ახლა მათთვის, ვინც მათი წინააღმდეგია და პრაქტიკულად ყველა მათი წინააღმდეგია ყველა კრიმინალი და დესტრუქციული და რადიკალური გამოვალთ. აქ პარტიებზე აღარ არის, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ხალხის არჩევანს იპარავს ივანიშვილი, ამ დღეებში ცდილობს ყველა ნაბიჯით, ყველგან.
ცესკოს პრესმდივანი აღარ გამოდის და აღას აკეთებს განცხადებებს, იმიტომ რომ იმ ადამიანმაც დაინახა, ყველას აქვს სინდის-ნამუსი და ზღვარი, რომლის იქით ვეღარ კადრულობს რაღაცას.
ლუკაშენკოც იმას ამტკიცებს, რომ თვითონ არის მართალი, თვითონ ატარებს შესანიშნავ არჩევნებს, პუტინიც მაგას ამტკიცებს და მისი ბანდა, დანარჩენი ყველა არის დესტრუქციული, კრიმინალი, ქვეყნის დამაქცევარი,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც შედეგები გააყალბა, შეუძლებელს ხდის მეორე ტურში მონაწილეობას. მეორე ტურში მონაწილეობა ნიშნავს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას და იმ ყველაფრის გამართლებას, რა დანაშაულიც მან ჩაიდინა. არა მგონია ვინმე ხელისუფლების ამ სცენარში ჩაჯდეს, მეორე ტურებზე ილაპარაკოს, იფიქროს, მითუმეტეს, მივიდეს და მასში მონაწილეობა მიიღოს,"-აცხადებს გიორგი ბარამიძე.
0