"არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მეც მქონდა კორონავირუსი, მაგრამ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე" "არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მეც მქონდა კორონავირუსი, მაგრამ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე" /> "/> " />


  09:25:10     04-11-2020

"არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მეც მქონდა კორონავირუსი, მაგრამ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე"

a102742.jpg

მე თვითონ გადავიტანე კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მის გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია.

"არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. აი, დაავადებებია, მაგრამ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი [კორონავირუსი] რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ. რამდენიმე კვირის წინ კოვიდინფიცირებული ვიყავი და თითქმის არ გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები. მე იმას ვიძახი, რომ არ უნდა გვეშინოდეს, რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველა ნორმა დავიცვათ, ნიღაბი ვატაროთ, ხელები დავიბანოთ, მაგრამ ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. ქვეყნის დაკარგვა მართლა მომაკვდინებელია", - აცხადებს სააკაშვილი.

0

ავტორი: