10:40:25     03-11-2020
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამომრჩევლებმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჯო ბაიდენს შორის უნდა გააკეთონ. 97 მლნ-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
0