12:58:09     31-10-2020
თბილისში კორონავირუსით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი 15 წლის გოგო გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია „პრიამტაიმს“ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა სამ კვირაზე მეტია რაც მკურნალობდა.
ინფიცირებულები იყვნენ გოგონას ბებია და ბაბუა, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ.
0