საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  12:33:05     29-10-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

a102663.jpg

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  35567-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის  35567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16904 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 273.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2346, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.

0

ავტორი: