15:45:30     27-10-2020
იტალიაში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
იტალიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაიმართა საპროტესტო აქციები ახალი შეზღუდვების გამო, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის აღსაკვეთად დააწესა.
საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები დაფიქსირდა ჩრდილოეთ იტალიის ორ დიდ ქალაქში, მილანსა და ტურინში. ტურინში დემონსტრანტებმა რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს და პოლიციის მიმართულებით, ბენზინის ჭურვები ისროლეს. მილანში მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობის დეკრეტით დაიხურა რესტორები, ბარები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან. იტალიის ბევრ რეგიონში დაწესდა ასევე კომენდანტის საათი ღამის საათებში, მათ შორის არის ლომბარდია, სადაც მილანი მდებარეობს და პიემონტი, სადაც ტურინი მდებარეობს. საპროტესტო აქციები ჩატარდა ათობით სხვა ქალაქში, მათ შორის, რომში, გენუაში, პალერმოსა და ტრიესტში.
მცირე ბიზნესი ამტკიცებს, რომ პირველი ტალღის დროს დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული ზიანის აღდგენას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ, ახალი შეზღუდვები კი მათ სრულ გაკოტრებას გამოიწვევს.
0