14:28:02     27-10-2020
"ვაფრთხილებ ბიძინა ივანიშვილს, არ გაბედოს არჩევნების გაყალბება"

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ამის შესახებ ბურჯანაძემ "ტელეკომპანია ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, 100 ხმაც რომ იყოს მოპარული, ამას არ შეეგუება.
"მე მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, არ გაბედოს არჩევნების გაყალბება. მე მივიღებ ნებისმიერ სამართლიან შედეგს, თუნდაც ეს შედეგები ჩემთვის სამართლიანი არ იყოს, მაგრამ რამდენი პროცენტიც არ უნდა დაწეროს ბიძინა ივანიშვილმა, თუ ის იქნება გაყალბებული და 100 ხმაც კი იქნება მოპარული, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამაში მე მარტო არ ვიქნები და სხვა ოპოზიციური პარტიებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ გაყალბდეს", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
0