11:17:25     26-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 30303-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 30303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 11370 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 214.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2249, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -3832.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0