13:38:54     23-10-2020
ილჰამ ალიევი: ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს

დიახ, რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში სიტუაციას მთლიანად შეცვლის. მე იმედი მაქვს, რომ კავკასიის სამ ქვეყანას შორისთანამშრომლობის პერიოდს ვიხილავ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთანინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია.
"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან", - აღნიშნააზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერენ და კარგი მეგობრები და მეზობლები არიან.
”ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, ნავთობის ტრანსპორტირება, გაზის ტრანსპორტირება, ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო კომუნიკაცია, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, TANAP და მრავალი სხვა პროექტი. აზერბაიჯანი, ჩემი აზრით , არის სიდიდით პირველი ან მეორე ინვესტორისაქართველოში თურქეთთან ერთად, გადასახადის პირველი ან მეორე უმსხვილესი გადამხდელი”, - დასძინა ალიევმა.
ილჰამ ალიევის თქმით, 90-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც გაზსადენის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, დასავლეთისმხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მას სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო.
"თუმცა სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს ტერიტორიები და ამ შემთხვევაში მილსადენი შეიძლება გავიდეს აზერბაიჯანიდანსომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და იქიდან თურქეთში. ეს იყო უმოკლესი გზა. თუ რუკას შეხედავთ, ნახავთ მილსადენის მარშრუტს. ის ისე შედგა, რომ სომხეთს გვერდს უვლიდა. თუმცა სომხები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამ მილსადენის აშენებას ვერ შევძლებთ, ამიტომ უარით უპასუხეს. ვფიქრობ, რომ ახლა ისინი ამას ნანობენ. ოკუპაციის გამო ისინი ჩიხში გაიჭედნენ. ფიქრობდნენ, რომ ჩვენმილსადენებსა და რკინიგზას ვერ ავაშენებთ. ისინი ყარსი-გიუმრის რკინიგზის ექსპლუატაციას ყოველთვის მხარს უჭერდნენ. ესრკინიგზა არსებობდა, მაგრამ ჩვენმა მოძმე თურქეთმა ის სომხური ოკუპაციის გამო დახურა. ამრიგად, სინამდვილეში, სომხეთს აქვსზღვაზე გასასვლელი, მაგრამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და თურქეთის წინააღმდეგ ტერიტორიულიპრეტენზიების გამო, სომხეთ-თურქეთის საზღვარი დაკეტილია. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მათ კონსტიტუციაში გაწერილიატერიტორიული პრეტენზიები თურქეთის წინააღმდე. ისეთი მძლავრი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც დღევანდელი თურქეთია, ტერიტორიული პრეტენზიები რომ გქონდეს, შეშლილი უნდა იყო. მაგრამ მათი იდეოლოგიის არსი სწორედ ესაა", - განაცხადაალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დროს, სომხეთის წინა ხელისუფლებას შეატყობინეს, რომ ოკუპაციისდასრულების შემთხვევაში, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაშეუძლია. ეს შეტყობინებები სომხეთის წინა პრეზიდენტებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მეშვეობით ეგზავნებოდა. სომხურმამხარემ ისინი უარყო.
"დღეს მთიან ყარაბაღში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ იქ სრული უმუშევრობაა, სუფევს სიღარიბე დადანგრეულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვიყავით ინვესტიციისთვის. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ტერიტორიებიგაეთავისუფლებინათ და დავეხმარებოდით. დღეს, როდესაც ჩვენ თვითონ ვათავისუფლებთ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ ტერიტორიის აღსადგენადდაბრუნდებიან. თუ სომხეთი გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაკომუნიკაციას გავხსნით. მე ასევე გავიგე თურქეთის მთავრობის პოზიციის შესახებ, რომ ისინი კომუნიკაციებს გახსნიან, თუ სომხეთითავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. მაშინ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება", - განაცხადა აზერბაიჯანისპრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოკუპაციის გამოა დაკეტილი და როდესაც ოკუპაცია დასრულდება, საზღვარიგაიხსნება.
”ეს თურქეთის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკაა და სომხებმა ამის შესახებ იციან. თურქეთთან და აზერბაიჯანთანურთიერთობების ნორმალიზების გარეშე სომხეთს მომავალი არ აქვს, რადგან ეს პატარა ბაზარია და ახლა კიდევ უფრო მცირდება. მოსახლეობა მცირდება, მიგრაცია ძალიან მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთში რეალური მოსახლეობა2 მილიონზე ნაკლებია და ის კიდევ უფრო შემცირდება, რადგან სამუშაო აღარ არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ თავიანთიმოსავლიანი ოკუპირებული მიწები დაკარგეს. თუ გადახედავთ ზემოდან გადაღებულ სურათებს, ნახავთ, როგორ იყენებენ ისინი ჩვენსმიწებს არალეგალური პროდუქციისთვის. ისინი იყენებენ არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არამედ კელბაჯარის ოქროს მაღაროებსაც. თუისინი არ შეაჩერებენ თავიანთ მოქმედებას, იქ არის უცხოური კომპანიები, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ სასამართლოში ვიჩივლებთ. სხვათა შორის, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მალე შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას. ამრიგად, იმის გამო, რომ მათ ჩამოერთმევათსოფლის მეურნეობის ასეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, ისინი უფრო მეტ პრობლემას წააწყდებიან და დაზარალდებიან, ჩვენ კიგანვვითარდებით. ჩვენი მოსახლეობა იზრდება. თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონია, აზერბაიჯანის - 10 მილიონი. ხოლოსომხეთის მოსახლეობა ორ მილიონზე ნაკლებია. მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ ისინი აქ 10, 20, 50 წელიწადში, თუ ისინი გააგრძელებენ ელემენტარული ლოგიკის უარყოფას და არ დაასრულებენ ოკუპაციას",- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
წყარო:https://haqqin.az/news/192172?fbclid=IwAR3swXJ0D073Md07cuK8Z9c2ED16wa2tAqRwq5oo7EHGh3NC3vVEau-Fcho
0