საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  12:29:13     22-10-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

a102580.jpg

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 22803-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 22803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9401 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 178.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1848, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -3155.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.

0

ავტორი: