19:10:51     21-10-2020
ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა

ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გომელაური ზუგდიდის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს ხვდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალში თავდამსხმელები შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც საპოლიციო ღონისძიებებს ატარებენ.
0