11:04:56     21-10-2020
დღეს, საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილების საერთო რიცხვი 172-ს შეადგენს.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21208-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 2895.
0