10:36:51     21-10-2020
დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები იცვლება
საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.
იმ შემთხვევაში, თუ არ ექნებათ ტესტის პასუხი, მათ კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსებენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.
0