ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება />


  10:58:04     20-10-2020

ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება

a102545.jpg

დღეიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ტრადიციულ ბრიფინგზე არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ასევე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.

არსებული ინფორმაციით, საზოგადოება ეპიდვითარების შესახებ ცნობებს მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, მარინა ენდელაძე და ეზუგბაია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ინფორმაციას ამ დრომდე ყოველღიურად აწვდიდნენ.

0

ავტორი: